მიხეილ ყაველაშვილი: არ ვიცი, რას აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ნაკლებად შევეხები მის ქმედებებს, თუმცა ისიც გარე ძალებისგან გამოყენებული ერთ-ერთი ინსტრუმენტია

სალომე ზურაბიშვილზე გამიჭირდება სერიოზულად პასუხის გაცემა, მაგრამ იძულებული ვარ, გავცე პასუხი, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, კონსტიტუციის მოხმობით, რომ ამ ადამიანმა თავისი დრო განვლო, როგორც პრეზიდენტმა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად გადარჩა სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია, რაკი დამხობა არ შედგა, რადგან ის მიიჩნევს, რომ დღესაც პრეზიდენტია და რაც მოხდა, ეს ურტყამდა მის ლეგიტიმაციას და სად იმყოფებოდა 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია გაჩნდა.

„ექვსი წელი შესრულდა და მან დაამთავრა „მოღვაწეობა“, როგორც პრეზიდენტმა. ცოტა ღიმილის მომგვრელია, რომ კვლავ აგრძელებს აფიშირებას და „მოღვაწეობას“, როგორც პრეზიდენტი. ეს ღიმილის მომგვრელია ჩვენთვის, რადგან ის აღარ არის პრეზიდენტი, ის არის ყოფილი პრეზიდენტი. არ ვიცი, რას აკეთებს და როგორ, ნაკლებად შევეხები მის ქმედებებს, თუმცა ისიც ერთ-ერთი ინსტრუმენტია გარე ძალებისგან გამოყენებული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები