ეკა სეფაშვილი: მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი კვლავ სოციალური დანიშნულებით იქნება მიმართული
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი სოციალური დანიშნულებით იქნება მიმართული.
„მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი კვლავ სოციალური დანიშნულებით იქნება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს საქართველოში, მათ შორის გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობის სისტემები, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია – მშენებლობა და ა.შ.
ბიუჯეტის განხილვისას აქტიურად შევეხეთ იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას და რომელთა გადასაჭრელად ბიუჯეტიდან გამოყოფილია გარკვეული თანხები“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა