თამარ ჩიბურდანიძე: „მეგობარი აქტის” მიღება საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ ფაქტი იყო მთავარი და დღეს ფაქტია ის, რომ „მეგობარი აქტი” ჩავარდა
აშშ-ის სენატის მიერ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის” შესახებ ჩანაწერი ამოღებულია, პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის” მიღება საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ ფაქტი იყო მთავარი და დღეს ფაქტია, რომ „მეგობარი აქტი” ჩავარდა.
„ამერიკის სენატმა არ გაითვალისწინა „მეგობარი აქტი” ანუ ოპოზიციას, ვილსონს და მათ მიმდევრებს „მეგობარი აქტი” ჩაუვარდათ ამერიკაში. ჩვენ ვამბობდით, რომ „მეგობარი აქტი” სენატში ჩავარდებოდა ბევრი მიზეზის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „მეგობარი აქტის” მიღება საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს დაუშავებდა, მაგრამ ფაქტი იყო მთავარი და დღეს ფაქტია ის, რომ „მეგობარი აქტი” ჩავარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მიმართ არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქვეყნის პირველი პირი – ევრობიუროკრატები ცდილობენ ქართველი ხალხი დასაჯონ იმიტომ, რომ თავიდან არ მოიცილეს ეს ხელისუფლება,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.