ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„4 ოქტომბერს რადიკალებმა საკუთარი სახე გამოამჟღავნეს, ერთმანეთშიც კი არ აქვთ არა თუ ერთობა, ელემენტარული კაცური ურთიერთობები და დამოკიდებულება. ყველა ერთად იმუქრებოდა და მეორე დღეს ყველამ (გარდა 5 სუბიექტისა) გვერდზე გადგომა გადაწყვიტა. მათ, ეტყობა მართლა ჰქონდათ ილუზიები, რომ იმ დღეს მართლა რაღაცას მოახდენდნენ და მართლა დაასრულებდნენ ხელისუფლებას.
ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე და სახელმწიფოს მართვაზე. როგორ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მართვაზე პრეტენზია, როცა ჰგონია, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შევარდნით, ხელისუფლებას დაამთავრებს. მე პრეზიდენტის ინსტიტუტის კი არ ვაკნინებ, უბრალოდ ამათ ჰგონიათ რომ შენობა არის ინსტიტუტი, შენობის დაკავებით არაფერი წყდება“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.