თენგიზ შარმანაშვილი – ჯო უილსონი „დიფ სთეითის“ აგენტია და ამას არც მალავს

„ჯო უილსონი „დიფ სთეითის“ მაღალი რანგის აგენტია და ამას არც მალავს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლია, ტყუილებს დაუჭიროს მხარი,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„შეიძლება, ეს იყოს პირველი ნაბიჯები, რომ დაფიქრდნენ, რაღაც პოლიტიკა შეიცვალოს და მართლა დაიწყოს დიალოგი სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის, რადგან ეს ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ჯო უილსონს, ის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი აგენტია. ხანდახან ფულად პრემიასაც გამოკრავს ხოლმე ხელს, ეს ყველაფერი შემდეგ „ფარა“-ში აისახება და იქიდან ვიგებთ. „დიფ სთეითის“ მაღალი რანგის აგენტია იმ გაგებით, რომ სენატშია. აგენტია და ამას არც მალავს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუძლია, ტყუილებს დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები