დავით მათიკაშვილი: ,,მეგობარ აქტს“ როცა არქმევ დოკუმენტს, რომელშიც, სინამდვილეში, ქართველი ხალხის მიმართ მტრობის მეტი არაფერია, ცინიზმთან ერთად, ღირებულებით აღრევასთან გვაქვს საქმე
,,მეგობარ აქტს“ როცა არქმევ დოკუმენტს, რომელშიც, სინამდვილეში, ქართველი ხალხის მიმართ მტრობის მეტი არაფერია, ცინიზმთან ერთად, ღირებულებით აღრევასთან გვაქვს საქმე”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ღირებულებათა აღრევა აქტუალურია.
„სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში იმდენად აქტუალურია ღირებულებათა აღრევა და მცდელობა, საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას მოარგონ რეალობა, სიმართლეს არ გაუსწორონ თვალი, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად გრძნობს. „მეგობარ აქტს“ როცა არქმევ დოკუმენტს, რომელშიც, სინამდვილეში, ქართველი ხალხის მიმართ მტრობის მეტი არაფერია, ცინიზმთან ერთად, ღირებულებით აღრევასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ კარგია, რომ ამ მტრულმა აქტმა გაგრძელება ვერ პოვა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არა მტრული აქტები, არამედ ახალი ფურცლიდან, ახალი ნიშნულიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობები. იმედია, ანალოგიური მიზანი აქვს ამერიკის ახალ ხელისუფლებას. ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.