ვენესუელელმა ოპოზიციონერმა ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა

ნობელის კომიტეტმა 2025 წლის მშვიდობის პრემია ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიანიჭა.

კომიტეტის განცხადებით, პრემიით აღინიშნა მისი წვლილი დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასა და ვენესუელაში პოლიტიკურ კრიზისში მშვიდობიანი გამოსავლის მოძებნაში.

პრემიის გადაცემის ცერემონია ოსლოში გაიმართა.

მაჩადომ, სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემია წარმოადგენს ვენესუელის ხალხის ბრძოლის აღიარებას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

“მისი დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ვენესუელელი ხალხისთვის დემოკრატიულ უფლებებს უჭერს მხარს და მისი ბრძოლისთვის, რათა მიღწეული იყოს დიქტატურიდან დემოკრატიაში სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლა”,- წერს ნორვეგიული ნობელის კომიტეტი.

მათივე განცხადებით, მაჩადოს მშვიდობისკენ და სამოქალაქო თავისუფლებისკენ მიმართული მოღვაწეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვენესუელისთვის, არამედ მთელ რეგიონში დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები