რატი იონათამიშვილი – „მეგობარ აქტზე“: საქართველოს ანტი მეგობრები კიდევ ერთხელ მწარედ დამარცხდნენ ვაშინგტონში

„საქართველოს ანტი მეგობრები კიდევ ერთხელ მწარედ დამარცხდნენ ვაშინგტონში საქართველოსთან მიმართებით,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, „მეგობარი აქტის“ პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მათ მორიგ ჯერზე ვერ შეძლეს „მეგობარი აქტის“ გატანა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ერთის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ ცდილობენ და ზნეს არ იშლიან, სიმართლე იმარჯვებს. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარეს არის სიმართლე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, ვინც ასე უსამართლოდ ცდილობს, რომ მოექცეს ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში, თავისი მცდელობების შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი სენატმა 77 ხმით 20-ის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა ე.წ. მეგობარი აქტის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები