ბაჩო ახალაია – აუდიოჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი

„აუდიოჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი,“- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კრიმინალურ პოლიციაში, 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.

„არ უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია. სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. ვისაც აინტერესებს მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები. მამაჩემის ტოლი კაცია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს. ძალიან მრცხვენია, ძალიან ძალიან „მიტყდება“, რომ ამ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა?“ – განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თბილისში არეულობების დაგეგმვაზე სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები