ვიკა ფილფანი: 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელია ყველა პოლიტიკოსი, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, „ნაცმოძრაობის“ უპასუხისმგებლო ლიდერებით დამთავრებული

,,4 ოქტომბერზე პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებს მოღალატეები ეძახა იმის გამო, რომ არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტეს”,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელია ყველა პოლიტიკოსი, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, „ნაცმოძრაობის“ უპასუხისმგებლო ლიდერებით დამთავრებული.

„4 ოქტომბერზე პასუხისმგებელია ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ადამიანებს ამ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა და ადამიანებს არჩევნებზე წასვლასთან დაკავშირებით სამი თვე აბულინგებდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ, მათ ემოციებზე იპარაზიტეს. ამ დღეზე პასუხისმგებელია ყველა ის ადამიანი, ვინც სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებს მოღალატეები ეძახა იმის გამო, რომ არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტეს. სამი თვის განმავლობაში ადამიანებს ვინც ეუბნებოდა, არჩევნებზე არ წახვიდეთ, თორემ მოღალატე იქნებით და 4 ოქტომბერს რუსთაველზე გელოდებითო, ყველა აქტორი, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, „ნაცმოძრაობის” უპასუხისმგებლო ლიდერებით დამთავრებული, ამ დღეზე ყველა პასუხისმგებელია. ეს პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებაზეც” ნაწილდება”,- განაცხადა ფილფანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები