შალვა პაპუაშვილი – აქციის მონაწილეებზე: ქურდიც ფიქრობს, რომ ცხოვრებისეულად რაღაც ქონება ეკუთვნის, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს ნივთებს – ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ის
„ქურდიც ფიქრობს, რომ ცხოვრებისეულად რაღაც ქონება ეკუთვნის, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს ნივთებს – ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ის,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა იქ რისთვის მიდიოდა და შესაბამისად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, NGO-ები და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა.
„ქურდიც ფიქრობს, რომ ცხოვრებისეულად რაღაც ქონება ეკუთვნის, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს ნივთებს. ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ის. ეს არის ერთი და იგივე კრიმინალური მორალი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ გრადაციაა. არის უშუალოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და თქვენ ხედავთ, რომ შსს და სუს-ი მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით, სისტემურად. ხდება განცალკევება იმისა, თუ ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი და მათი იდენტიფიცირება და დაკავება. მეორე ნაწილი არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები, რაშიც მოიაზრება პარტიული და NGO ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. მათ ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა იქ რისთვის მიდიოდა და შესაბამისად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, NGO-ები და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა.
ასევე არის მესამე პასუხისმგებლობა – გარე ძალები, რომელიც სინამდვილეში, მთავარი სულის ჩამდგმელები არიან სახელმწიფო გადატრიალების, რომელიც ჩავარდა. ისინი არიან მთავარი, მათ გარეშე არ იქნებოდა არაფერი, არც ძალადობა, არც შევარდნები, მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.