შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ორი მორალური ღერძია სააკაშვილის დემოკრატად და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება

,,ეს არის ორი მორალური ღერძი, რომელზეც დგას ევროპარლამენტი – სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ამ საკითხზე რეზოლუციებს დაუჭირა მხარი, ანტიდემოკრატი და საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელია.

„ევროპარლამენტის პირველი მორალური სვეტი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატი, არის პოლიტიკური პატიმარი და არა კრიმინალი და მეორე მათი მორალური ღერძია, რომ საქართველოს მილიონ ას ოცი ათასი მოქალაქე, რომელმაც 2024 წელს ხმა მისცა ქართულ ოცნებას, არის არარაობა, არაფერი, ვინაიდან მათ თქვეს, რომ არ აღიარებენ მათ ნებას და საქართველოს პარლამენტს. ეს არის ორი მორალური ღერძი, რომელზეც დგას ევროპარლამენტი – სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ერთი კითხვა უნდა დავსვათ ევროპარლამენტის ამ წევრებს, ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომლითაც სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატად და პოლიტიკურ დევნილად და მისცეს თუ არა ხმა რეზოლუციას, რომლითაც ქართველი ხალხი გამოაცხადეს არარაობად და თქვეს, რომ მათი ნება არ ითვლება, თუკი შეხება გექნებათ ამ დეპუტატებთან ეს ჰკითხეთ და თუ კი ამ ადამიანებმა ამას მხარი დაუჭირეს, რა თქმა უნდა ეს ადამიანები არიან ანტიდემოკრატები და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები