ზურაბ ქადაგიძე: მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის, არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული
„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მსჯავრდებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელისთვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ამით ჩანს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი „ნარატივია”: „ვინც ჩვენი არ არის, ის უნდა „ჩაირეცხოს”, ხოლო ვინც ჩვენია, თუნდაც ნაძირალა იყოს, გმირად უნდა გავასაღოთ!”
„მზია ამაღლობელი არა პრესის თავისუფლებისთვის, არამედ, სახელმწიფოზე სილის გაწვნისათვისაა დაჯილდოებული.
4 ოქტომბერს რადიკალმა აქტივისტებმა რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში უცნობი სითხე შეასხეს, ვინმემ დაგმო, აღშფოთდა?
არა, რადგან სწორედ ლიბერალური ფაშიზმის მთავარი „ნარატივია”: „ვინც ჩვენი არ არის, ის უნდა „ჩაირეცხოს”, ხოლო ვინც ჩვენია, თუნდაც ნაძირალა იყოს, გმირად უნდა გავასაღოთ!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.