ვიქტორ ჯაფარიძე გიორგი კაკაურიძეს: სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება აუცილებელია 

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” მოხსენების განხილვისას, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიმართა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს და ძალოვანი სტრუქტურებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აუცილებლად უნდა განახლდეს.

„ბატონო გიორგი, ხელფასის 10%-იანი ზრდა კარგია, მეტი ჯობია, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, გაუმჯობესება და გაზრდა ძალოვანი სტრუქტურებისთვის აუცილებელია. თუ ამის საშუალება არ არის, რაღაც პროექტებს ნამდვილად უნდა მოაკლოთ და სახელმწიფოს უსაფრთხოება უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ”, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, უსაფრთხოება ნამდვილად პრიორიტეტული მიმართულებაა და საჭიროების შემთხვევაში რესურსების მობილიზება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები