შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებაზე: ეს ფაქტიც ადასტურებს თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს
,,ეს ფაქტიც ადასტურებს თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, რომელმაც ჯერ ასობით მილიონი გააქრო და ახლა ვხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ, საკანში საკუთარი ცემის ინსცენირებას ეხება.
მისი თქმით, ფული, რომელიც ბაჩიაშვილს აქვს თაღლითურად მოპარული, სადღაც არის, ვიღაცას აძლევს საშუალებას, რომ ის გამოიყენოს.
„ეს ფაქტიც ადასტურებს თუ რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, რომელმაც ჯერ ასობით მილიონი გააქრო, შემდეგ ლამის თავისი ხელით გადააკეთა მანქანა, ჩაჯდა, „გედეერიდან“ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომ იპარებოდნენ ხოლმე, რაღაც ასეთი აგენტურული სცენა დადგა. მანქანის საბარგულით გადაიპარა. და ახლა ვხედავთ, რომ ადამიანმა ინსცენირება გააკეთა მასზე ძალადობის.
ეს აჩვენებს რამხელა კრიმინოგენური ენერგია აქვს და ყველაფერზე არის ეს ადამიანი წამსვლელი. და მეორე, ეს აჩვენებს, რომ ის ფული, რომელიც მას აქვს თაღლითურად მოპარული, ეს ფული სადღაც არის, ვიღაცას აძლევს საშუალებას, რომ ის გამოიყენოს. რა თქმა უნდა დიდ თანხებზეა საუბარი და ეძლევა შესაძლებლობა მოისყიდოს ციხის ხელმძღვანელობიდან დაწყებული მედიით დამთავრებული. არავის ეჭვი არ ეპარება, თუ არ ვცდები, „გარდიანი“ იყო და შემდეგ კიდევ ერთი გაზეთი ამერიკაში. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ეს იყო ნაყიდი სტატიები. ვის აინტერესებს ლონდონში და ნიუ-იორკში ბაჩიაშვილი?! ნაყიდი სტატიები, მათ შორის, აჩვენებს იმ სქემას თუ როგორ ხდება ფულით მოსყიდვა გარე პოლიტიკოსების, რომელიც ზოგიერთ თემას გამოესარჩლა და მედიის მოსყიდვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.