შალვა პაპუაშვილი: ისინი, ვინც ხელისუფლების დამხობაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდიან, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილ სახელმწიფო გადატრიალებას პასუხისმგებლობა მოჰყვება

,,ისინი, ვინც ხელისუფლების დამხობაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდიან, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილ სახელმწიფო გადატრიალებას, ჩავარდნილ ხელისუფლების დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,რაც შეეხება რეაქციებს [დაკავებებზე], აქ შეიძლება შედარება მამუკა ხაზარაძის მორალთან, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდოდა ისე, რომ სულ მოგებაში ყოფილიყო. გახსოვთ, რომ ითხოვდა ბიუჯეტიდან გარანტიას, რომ პორტს თუ მოგება არ ექნებოდა, მოქალაქეები დავუმატებდით ფულს იმისთვის, რომ მოგება ჰქონოდა. ზუსტად ასე ვხედავთ დღეს მათ რეაქციებს. უნდათ ისე წარმოსახონ, რომ სახელმწიფო გადატრიალებისას მხოლოდ ისინი უნდა დარჩენილიყვნენ მოგებულები.

ისინი, ვინც ხელისუფლების დამხობაზე და სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდიან, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ჩავარდნილ სახელმწიფო გადატრიალებას, ჩავარდნილ ხელისუფლების დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება. მამუკა ხაზარაძის მორალი არც ანაკლიაში გავიდა, ქვეყნის დამამხობელთა მორალი, რომლებსაც მხოლოდ იმ შედეგის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ქვეყანას დაამხობდნენ, არც ეს გავა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები