გიორგი გრძელიშვილი: გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ, როგორც ჩანს, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა

პოლიტიკაშიც და მედიაშიც დიპ სტეიტისთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ, როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამაღლობელის მსგავსად, სხვა აგენტებიც იხდიან სასჯელს, თუმცა, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა.

ამასთან, გრძელიშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წლებში რანგით შედარებით დაბალი, თუმცა, არაერთი პრიზი გადაეცათ ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, რომელთაგან, პირველმა მედიაში ბილწსიტყვაობა ნორმად აქცია, ხოლო მეორე „ნაცმოძრაობის“ პირადი სახალხო დამცველი იყო.

„მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, დიპ სტეიტის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ დიპ სტეიტის ფონდებიდან – რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის, ხოლო, მეორეს – ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს, გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ ნორმად აქცია დედის გინება და ბილწსიტყვაობა, რაც შეეხება ლომჯარიას, ის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირადი ომბუდსმენი იყო,“ – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები