ლევან მაჭავარიანი: აქციის ყველა მონაწილე იქნება იდენტიფიცირებული და დასჯილი კანონის უმკაცრესი ფორმით

„4 ოქტომბრის აქციის ყველა მონაწილე იქნება იდენტიფიცირებული და დასჯილი კანონის უმკაცრესი ფორმით,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

“როდესაც ვიხილეთ, რომ ეს ყველაფერი ხორციელდებოდა სახელმწიფოს დამხობის მიზნით, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები ჩაერთნენ საქმეში, იმოქმედეს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს მოქმედება ხორციელდება ევროპის წამყვან ქვეყნებში და აღკვეთეს ეს ყველაფერი. თუმცა, როგორც ვაფრთხილებდით ყველა მონაწილეს, აბსოლუტურად ყველა იქნება იდენტიფიცირებული და დასჯილი კანონის უმკაცრესი ფორმით, ვინც მონაწილეობდა ამ ყველაფერში”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები