დავით მათიკაშვილი: ხდება კონცენტრირება ბიუჯეტის სახსრებისა იმ მიზნებისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის

„ხდება კონცენტრირება ბიუჯეტის სახსრების იმ მიზნებისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ქვეყნის ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ, სწორმა ეკონომიკურმა წინსვლამ და იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ, გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება. ხდება კონცენტრირება ბიუჯეტის სახსრებისა იმ მიზნებისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. იმ მოცემულობაში, როდესაც ევროპის წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არის რეცესია და პრაქტიკულად არ არსებობს ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ქვეყანაში დაფიქსირებულია მკაფიო ეკონომიკური ზრდა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ და რაც აისახა ქვეყნის სამომავლო ბიუჯეტზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ფარგლებში 2026 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები