ადვოკატი: ნანა სანდერი დანაშაულს არ აღიარებს, ეს იყო ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული ქმედება

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული, ნანა სანდერის ადვოკატი, ნიკოლოზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

ადვოკატის თქმით, ჯგუფური ორგანიზება საქმის მასალებიდან გამომდინარე ვერ მტკიცდება.

„არ აღიარებს დანაშაულს. ეს იყო ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული ქმედება, რომელიც არანაირ ძალადობრივ ნიშანს არ შეიცავს. ჯგუფური ორგანიზება საქმის მასალებიდან გამომდინარე ვერ მტკიცდება“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები