კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქალაქი განვითარდება, წინ წავა და კიდე უფრო მეტად კომფორტული იქნება ამ ქალაქში ცხოვრება
დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქალაქი განვითარდება, წინ წავა და კიდე უფრო მეტად კომფორტული იქნება ამ ქალაქში ცხოვრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მომხიბვლელი, მწვანე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განახლებული ქუჩებით, გამზირებით, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღებით. სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. ქალაქი განვითარდება, წინ წავა და კიდევ უფრო მეტად კომფორტული იქნება ამ ქალაქში ცხოვრება“, – აღნიშნა კალაძემ.