კახა კალაძე – საკრებულოში ოპოზიციის შესვლაზე: ძველი გამოცდილებით უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნის დაკარგვა მათთვის წამგებიანია

არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, თუმცა მგონია, რომ ძველი გამოცდილებით უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნის დაკარგვა მათთვის წამგებიანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, შევა თუ არა ოპოზიცია საკრებულოში.

„ჩვენ კარს არავის ვუკეტავთ, თუ ვინმეს რაიმე ხედვა აქვს ქალაქთან დაკავშირებით და ეს არის სწორი და საინტერესო, მზად ვართ ამისთვის. ჩვენ ჩაკეტილები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ, როდესაც ამ განცხადებებს ვაკეთებდით, იმის მაგივრად, რომ თანამშრომლობა წამოსულიყო ვიღებდით სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ცილისწამებასა და ათას სიბინძურეს. ამიტომ, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა მე გამიხარდებოდა, საკრებულოში წარმოდგენილი იყოს იმ ადამიანების ხმები, ვინც ხმა მისცა და მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები