დავით მათიკაშვილი: ჩვენი ქვეყანა გადაურჩა უდიდეს ტრაგედიას – იმ ტრაგედიას, რომელიც 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა თბილისის ქუჩებში
ჩვენი ქვეყანა გადაურჩა უდიდეს ტრაგედიას. იმ ტრაგედიას, რომელიც 90-იან წლებში ქართველმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„საქართველო გადაურჩა ძალადობრივად ხელისუფლების დამხობას, 1 100 000-ზე მეტი ადამიანის ინტერესების უგულებელყოფას, სისხლის ღვრას და რაც ყველაზე მთავარია ის გადაურჩა შემდგომ პროცესებს. ეს შემდგომი პროცესები ძალიან მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ჩაბმა და ჩართვა მყისიერად იმ ლაბირინთში, საიდანაც საქართველო ვეღარ გამოვიდოდა. ეს არის პირველ რიგში ომი უკრაინაში და ომის პირობებში მეორე ფრონტის გახსნა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.