თამარ ჩიბურდანიძე: „ნაცმოძრაობის” აღსასრული ახლა იწყება
„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადო დასკვნა, მზადდება სარჩელი და ის შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. მჯერა, რომ განაჩენი იქნება სამართლიანი და „ნაცმოძრაობის” რეჟიმის წარმომადგენელი გუნდი, რომელმაც ამდენი სისასტიკე ჩაიდინა საქართველოში და არის სიმბოლო კაცთმოძულეობისა და სამშობლომოძულეობის, გასამართლდება”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელები დასავლეთიდან დაელოდებიან, თუ ვინ გადაურჩება ამ პროცესს და შემდეგ თავიდან შეეცდებიან ოპოზიციური სპექტრის აწყობას.
„ნაცმოძრაობის” აღსასრული ახლა იწყება. უცხოელები დასავლეთიდან დაელოდებიან ამ პროცესებს, ნახავენ, რა დარჩება „ნაცმოძრაობისგან”, ვინ გადარჩება და შემდეგ, ალბათ, განახლებულ ოპოზიციურ სპექტრს შემოგვთავაზებენ, რადგან მათ, ამ ეტაპზე, საქართველოში აღარ ჰყავთ ის ლიდერი, ვისაც შეიძლება ჩააბარონ „გამარჯვების დროშა”, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.