„ეს არის სახედაკარგული ოპოზიცია, მათ არაფრის თავი აქვთ – არც არჩევნებში მონაწილეობის, არც პასუხისმგებლობის აღების” – ირაკლი ჭეიშვილი

„ეს არის სახედაკარგული ოპოზიცია, მათ არაფრის თავი აქვთ – არც არჩევნებში მონაწილეობის, არც პასუხისმგებლობის აღების”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ოპოზიციას ყველა დეტალს გარე აქტორები კარნახობენ.

“ვერც იქ მიიყვანეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ციხეში ჩამსხდარიყვნენ. ვინც გარეთ დარჩა, იფიქრეს, რომ რაღაც შედეგს დადებდნენ. კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ერთმანეთს აბრალებენ. ესენი ყოველდღე ერთმანეთს დაჭამენ, უარესად მოიქცევიან. მიატოვეს ხალხი პრეზიდენტის სასახლესთან, თვითონ გაიქცნენ თავიანთ ბუნაგებში. გამოძიება რა თქმა უნდა გაფართოვდება, გავლენ დამკვეთებზე, არა მხოლოდ შემსრულებლებზე“, – თქვა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები