გია ვოლსკი – შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკუთარი თავის შენარჩუნებას ცდილობენ პოლიტიკურ ველზე
„4 ოქტომბრის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკუთარი თავის შენარჩუნებას ცდილობენ პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ცალკე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არსებობს, რომელსაც ობიექტურად არ შეიძლება, პოლიტიკური სუბიექტი ეწოდოს. ეს არის შეთქმულთა და რევოლუციონერთა გუნდი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდა. ეს იმდენად აშკარაა, რომ საკითხზე დამატებითი შეფასებაც აღარ არის საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.