“ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში” – ხვიჩია
“ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩემი აზრით, არანაირი რვა პარტია არ არსებობს და არც არსებობდა, ესენი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები. როგორც იცით, ამ არჩევნების მერე „ნაცმოძრაობა“ არ იარსებებს და მგონი, ის ხალხი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რადიკალური მხარდამჭერი იყო, ეცდება მოძებნოს ახალი ბელადი სავარაუდოდ იმ ხალხისგან, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. შესაბამისად, ახალ გადაჯგუფებას ველოდები. ველოდები, ერთი მხრივ, რადიკალური ამომრჩევლის მოსაბილიზებელ დაჯგუფებას, როგორიც პირობითად სამართალმემკვიდრე იქნება „ნაცმოძრაობის“. ხოლო დანარჩენს რაც შეეხება, ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.