თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე ტიპის ტრაქტორს შეეჯახა, რის შედეგადაც ტრაქტორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის დეტალებს “კვირა” შს სამინისტროში არკვევს.