ლევან მახაშვილი – 4 ოქტომბერზე: ვერავინ გაექცევა ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ შეფასებას

„ვერავინ გაექცევა ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ შეფასებას,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე საუბრისას განაცხადა.

„წუთი – წუთში და საათი – საათში მიდიოდა ძალადობა და საგარეო განცხადებები. ფაქტი იყო, რომ იმდენად სინქრონიზებული იყო ეს პროცესი, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი მცდელობა, შიგნით ძალადობის და გარეთ ამ ძალადობის შეფუთვის და გამართლების. ამ პროცესს ექნება როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური შეფასება. ვერავინ გაექცევა ვერც სამართლებრივ და ვერც პოლიტიკურ შეფასებას. როდესაც საუბარი გვაქვს საგარეო პატრონებზე, რომლებიც მფარველობდნენ ამ პროცესს, ბუნებრივია ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, სადაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან მკაფიოდ არ უპასუხებენ, რეალურად რატომ აკეთებდნენ ამ პროცესს. და თუ ვინმე არ აკეთებდა, მკაცრად არ დაგმობენ და არ გაემიჯნებიან ამ პროცესს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები