არჩილ გორდულაძე: EPP-ში გაწევრიანებულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ამიტომაც განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ
„EPP-ში გაწევრიანებულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და ამიტომაც განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს იყო სახელმწიფო წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა.
“EPP-ში გაწევრიანებულები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და დიახაც, განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს “ნაციონალური მოძრაობა” EPP-სგან, რადგან ისინი ერთი ძალისგან იმართებიან. რეალურად, მათი პატრონები ზუსტადაც ერთი და იგივე “დიფ სთეითია”, რომელზეც ვსაუბრობთ ჩვენ და ტრამპის ადმინისტრაციაც. საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ისინი სიმართლეს არ საუბრობენ. დუმილი ერთგვარი მხარდაჭერაა იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც ვიხილეთ 4 ოქტომბერს. ეს იყო სახელმწიფო წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, EPP-ი 4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.