“4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს, ვინც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმა” – თამარ კეკენაძე

“4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს, ვინც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურ “პრეზიდენტს” უწოდებს”, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა იმ აქციაზე დგომით ადამიანებს შეუქმნა განცდა, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა.

“ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც საქართველოს მოქალაქეები არ გააფრთხილა იმ პროვოკაციაზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ამზადებდნენ“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები