არჩილ გორდულაძე: არჩევნები ჩატარდა ერთნაირად, არავითარი დარღვევები, რომელსაც შესაძლებელია ადამიანების ნების გამოვლინებაზე ჰქონოდა გავლენა არ მომხდარა
„არჩევნები ჩატარდა ერთნაირად, არავითარი დარღვევები, რომელსაც შესაძლებელია ადამიანების ნების გამოვლინებაზე ჰქონოდა გავლენა არ მომხდარა,“- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა დავალება არის სხვა – როგორმე გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” შემავალი სხვადასხვა პარტია და გაირიცხონ “ლელოელი” და გახარიელი ნაცები.
“ლელო-ნაცებს” და ზოგადად, “ნაციონალურ მოძრაობას” არაერთხელ აქვს წამოცდენის სახით აღიარებული, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების და ისინი ხმებს რომ ითვლიდნენ, თავიანთი მხარდამჭერების, ზუსტადაც რომ არჩევნების შედეგებს და შედეგებში მიღებულ ციფრებს უთითებდნენ ხოლმე. ახლა, დღეს მათ უწევთ თქვან, რომ დიახ, არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ.
რეალურად, არჩევნები ერთნაირად ჩატარდა, ერთი და იგივე ტექნოლოგია იყო გამოყენებული. არავითარი დარღვევები, რომელსაც შესაძლებელია ადამიანების ნების გამოვლინებაზე ჰქონოდა გავლენა არ მომხდარა, მაგრამ შეიცვალა რა? შეიცვალა დავალება, “ლელოელებმა-გახარიებმა-ნაცებმა” სხვა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მიიღეს დავალება, რომ დესტრქუციულად და ქვეყნის წყობილების წინააღმდეგ უნდა მიემართათ თავიანთი ყველა ძალა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლა დავალება არის სხვა – დავალება არის, რომ როგორმე გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში” შემავალი სხვადასხვა პარტია და როგორმე გაირიცხონ “ლელოელი” და გახარიელი ნაცები, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდნილია”, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.