“ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში” – არჩილ გორდულაძე

“ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა – „ქართული ოცნების“ ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ”.

„ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში. ადამიანი, რომელიც ჩართულია ყველანაირ აქტივობაში, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, თურმე ღამე ეღვიძება და არ აძინებს ხოლმე ჩემი ქართველები ხომ კარგად არიანო. ეს არის ერთი ჩვეულებრივი კომიკური, კოშმარად გადაქცეული ადამიანი”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები