თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდგომ დამაჯერებლად იგებს ყველა არჩევნებს
„ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდგომ დამაჯერებლად იგებს ყველა არჩევნებს,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
„ვფიქრობთ, ამაში ახალი არაფერია, „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდგომ დამაჯერებლად იგებს ყველა არჩევნებს და ეს იყო ჩვენი მეათე, საიუბილეო გამარჯვება, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ფაქტობრივად გაიმეორა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რომელიც თავის მხრივ ასევ იყო ძალიან მაღალი. და ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე ლეგიტიმაცია”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.