“4 ოქტომბრის დანაშაულებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა გრძელდება იმ პირებისთვის, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამ დღის დაგეგმვაში” – ნინო წილოსანი

“4 ოქტომბრის დანაშაულებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა გრძელდება იმ პირებისთვის, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამ დღის დაგეგმვაში, ვგულისხმობ – გადატრიალების და სახელმწიფო დამხობის დაგეგმვასა და მის მოწყობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.

როგორც წილოსანი განმარტავს, სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ რეაგირებას ამ დანაშაულზე, რომელიც თავისი შინაარსით ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია.

“თვალნათლივ ვხედავდით, რომ მთლიან აქციას გამოეყო ექსტრემისტების ჯგუფი თავისი ორგანიზატორებიანად და გაემართნენ პრეზიდენტის სასახლის დასაკავებლად, პრინციპში, შეცვივდნენ მის ტერიტორიაზე, რომელიც სტრატეგიული ობიექტია. შესაბამისად, სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ რეაგირებას ამ დანაშაულზე, რომელიც თავისი შინაარსით ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული არის”, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები