ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის წევრებმა 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი

„ოპოზიციის წევრებმა 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი,“- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ახლა ემიჯნებიან ერთმანეთს. ერთმა თქვა, მე საერთოდ არ ვიცნობ მასო, მეორემ თქვა, მე სახლში მეგონაო, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ ეგონა სახლში. მესამემ თქვა, მე გრიპი მქონდაო, მეოთხემ – მე თავიდანვე არ მომწონდა ეს გეგმაო – მაშინ, როდესაც ყველა ეს პირი და სხვებიც ერთმანეთს აქეზებდნენ და ხალხს, ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, „რუსთაველზე ჩამოდით, 4-ში უნდა დავიწყოთ, 4-ში უნდა დავამთავროთ, ჩამოვამხოთ ეს მთავრობა“. 2 წამში გაყიდეს ერთმანეთი და წარმოიდგინეთ ესენი ხელისუფლებაში”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები