ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლელ აქტორებს არასდროს ჰქონიათ საქართველოში ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ პატივისცემა
„დასავლელ აქტორებს არასდროს არ ჰქონიათ საქართველოში ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ პატივისცემა,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თბილისში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩავარდნილი ამბოხი, მათ ძალიან სწყინთ.
“ამ დასავლელ აქტორებს არასდროს არ ჰქონიათ საქართველოში ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ პატივისცემა. ქართველი ხალხის ყოველ ჯერზე გაკეთებული არჩევანი მათ გულზე ეკალივით ესობოდათ და ახლა, მათი ნაგულშემატკივარი, ჩავარდნილი ამბოხი, მათ ძალიან სწყინთ და ისე, როგორც ყოველთვის, ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი დაადანაშაულონ და არ დაიცვან ერთი წამითაც კი არცერთი ევროპული ღირებულება,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.