თორნიკე ჭეიშვილი: 4 ოქტომბერი რეალურად, იყო სწორედაც რადიკალური ოპოზიციის თვითდამხობის დღე

4 ოქტომბერი რეალურად, იყო სწორედაც რადიკალური ოპოზიციის თვითდამხობის დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალები ყველანაირად შეეცდებოდნენ, მაქსიმალურად მოეხდინათ სიტუაციის გამწვავება, ესკალაცია.

„თუ გავიხსენებთ ზოგადად, 4 ოქტომბრამდე განვითარებულ მოვლენებს, იმ ერთგვარ პოლიტიკურ პრელუდიას, რაც წინ უსწრებდა ამ დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალებას, არ გაგვიჭირდება ამოვიკითხოთ ის გზავნილები, რომელიც პირდაპირ ადასტურებდა იმას, რომ ეს შეკრება არამცდაარამც არ იქნებოდა მშვიდობიანი ხასიათის მატარებელი და პირიქით, რადიკალები ყველანაირად შეეცდებოდნენ, მაქსიმალურად მოეხდინათ სიტუაციის გამწვავება, ესკალაცია. გასაგებია, რომ ეს იყო მათი ერთადერთი ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამოსავალი იმ მომენტში, ვიდრე საბოლოოდ მოახდენდნენ საკუთარი თავის დასამარებას. აქვე ვიტყვი, რომ 4 ოქტომბერი რეალურად, იყო სწორედაც რადიკალური ოპოზიციის თვითდამხობის დღე. საბოლოო ჯამში, ეს დიაგნოზი შეიძლება, დაისვას“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები