ირაკლი კირცხალია: ელჩები პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენი ყველაზე მთავარი იარაღია ის, რომ საზოგადოება ყოველთვის საქმის კურსში ვამყოფოთ და ვესაუბროთ ფაქტებით, ამიტომ სრულიად ობიექტურად, ამ ადამიანებს უმრავლესობას გაუჩნდა კითხვა, როდესაც ხედავს გერმანიის, ევროკავშირის და სხვა ელჩების ქმედებებს, რატომ ვაბედინებთ ამდენს?, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლის შემდეგ, საქართველოს მიმართ გარე აქტორების ქმედებები თუ განცხადებები ამორალური და შეურაცხმყოფელია.

„[ელჩები] მხოლოდ მოწოდებებით არ იყვნენ დაკავებული, პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და განსაკუთრებით გამძაფრებულად 2022 წლის შემდეგ. ყველა ვხედავდით, არჩევნების დროს სად იყო ე.წ. ოპოზიცია; შორს რომ არ წავიდეთ, ადგილობრივი არჩევნების დროს [ოპოზიციის] ერთ-ერთი დანაყოფის მერობის კანდიდატი ხვდებოდა ქვეყნის და სხვა ქალაქის მერს. ყველას კარგად გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნოდ რუსთაველის გამზირზე ანტისამთავრობო მიტინგებზე იდგნენ. პირდაპირ ჩართულები იყვნენ, არა მხოლოდ ირიბად. მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენი ყველაზე მთავარი იარაღია ის, რომ საზოგადოება ყოველთვის საქმის კურსში ვამყოფოთ და ვესაუბროთ ფაქტებით, ამიტომ სრულიად ობიექტურად, ამ ადამიანებს უმრავლესობას გაუჩნდა კითხვა, როდესაც ხედავს გერმანიის, ევროკავშირის და სხვა ელჩების ქმედებებს, რატომ ვაბედინებთ ამდენს? როდესაც პირდაპირ ეთერში ვხედავთ, რომ შტურმით იღებენ პრეზიდენტის სასახლეს, წვავენ პარლამენტის შენობას, მოლოტოვის კოქტეილს ისვრიან, ძალადობენ პოლიციაზე, ძალადობენ კერძო ბიზნესზე, ძალადობენ უბრალო გამვლელ მოქალაქეებზე და ა ქართული საზოგადოება უყურებს, რომ იმ დღესვე სინქრონულად კეთდება ასეთი განცხადებები, თუნდაც ბრიუსელიდან ან მათი აქ წარმომადგენლობისგან, საზოგადოებას უჩნდება ლეგიტიმური განცდა – რატო ვითმენთ ამ ყველაფერს? პირდაპირი მნიშვნელობით საუკეთესო დიქტატორული მეთოდებით მოქმედებენ. ინსტიტუციურ დონეზე არაერთხელ გვითქვამს რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ვხედავთ, ინსტიტუციურ დონეზე უმაღლეს შეფასებებს და სწორედ იმიტომ, რომ ინსტიტუციურ დონეზე უმაღლესი ურთიერთობები გაქვს და ყველაფერი ისეა, როგორც ეს წესდებაშია, ამიტომ ვართ ყველა საერთაშორისო კვლევაში მოწინავე ადგილზე. ამიტომ მათ დღევანდელ პოლიტიკას ვმიჯნავთ ევროპისგან“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები