პეტერ ფიშერი: გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ვიმეორებ იმას, რაც აქ უკვე მანამდე განვაცხადე, გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია, რადგან ისინი ამცირებენ მსხვერპლთა ღირსებას და ქმნიან ცრუ შთაბეჭდილებებს“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტყუილები და განცხადებები, რაც ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან კეთდება, გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა.

,,მართლა გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა ეს სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან”,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები