ნიკოლეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე” – ისინი არ არიან პოლიტიკოსები, არიან დამნაშავეები

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და ის დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც სათავეში უდგას „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა იყოს აკრძალული იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ “დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.

როგორც ნიკოლეიშვილმა თქვა, “ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან დამნაშავეები”.

” მათი მხარდამჭერებიც არ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას. ასე არ არის, რომ „ჩვენ მაშინ პატარები ვიყავით, არ გვახსოვს რა ხდებოდა“. მერე, რომ გაიგე, მერე როგორი რეაქცია გქონდა?! ან ვინც პატარა არ არის და ძალიან კარგად იცის, რაც ხდებოდა მაშინდელ საქართველოში იწონებს ამას? – ჩვენ ვნახეთ, რომ იწონებს. ხომ ვუყურებთ, როგორი გულდაწყვეტილია ზოგიერთი მათგანი როცა იძახის, რომ 4 ოქტომბრის გადატრიალება ვერ შედგა თურმე იმიტომ, რომ ვიღაცამ ვერ გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც მათ ჰქონდათ ჩანაფიქრში. თურმე რაღაც ისე არ წავიდა. არავინ არ იძახის იმას, რომ ეს რა სისულელე გავაკეთეთ. ლიდერებს, რომ თავი დავანებოთ, იმ ადამიანებზეც არავინ არ გამოხატავს ელემენტარულ თანაგრძნობას, რომ რა უქნეს რიგით მათ „ჯარისკაცებს“ რომლებიც გაწირეს ციხისთვის და გაწირეს სხვა კიდევ დიდი უბედურებისთვის. მე რიგით ადამიანებს ვიძახი, რომელიც მიუშვეს – „მიდით თქვენ“. ეს ლიდერები სად იყვნენ ეს მეორე საკითხია, მაგრამ რისთვის მიუშვეს ეს ხალხი, რატომ გაწირეს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები