ზარქუა – მდინარაძეზე: ამ ბიჭმა, თავისი ახალი მუხტით, ახალი შემართებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

“ამ ბიჭმა, თავისი ახალი მუხტით, ახალი შემართებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ მამუკა მდინარაძეზე საუბრისას განაცხადა.

„დეკემბრის აქციებზე ასობით ადამიანი ძალადობდა, როგორც მთავრობაზე, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების შენობებზე. მაშინ სულ რამდენიმე [დააკავეს], დანარჩენები გაუშვეს, იმიტომ რომ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტის მქონე გამოძიება მიმდინარეობს. ანალოგიურად [იქნება] აქაც. ვერავინ დაემალება. ყველანი იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს, მთავრობის დამხობაში. ბუნებრივია, ვერავინ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას, ვინც ამ თემაში იყო ჩართული. მაღალი სტანდარტით ხელმძღვანელობს დღეს გამოძიება და სასამართლო“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები