ირაკლი ზარქუა: ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მტრებს ენახათ, რომ ძალიან ბევრნი ვართ

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მტრებს ენახათ, რომ ძალიან ბევრნი ვართ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ პასუხი გასცა როგორც უსამშობლოებს, ასევე მათ დამკვეთებსა და დამფინანსებლებს.

„მთელი დღეა ველოდები ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას. საკუთარ ქვეყანაში, პრეზიდენტის სასახლეზე რომ ყოფილიყო თავდასხმა, მაინტერესებს რა კომენტარს გააკეთებდა. მას არ დაუგმია ძალადობის აქტი, მთავრობის დამხობის გეგმა. ჩემი აზრით, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის ელჩი ანტიევროპაა, ისინი თავიანთ მოვალეობებს გასცდნენ და რადიკალების წამხალისებელ მოტივატორად იქცნენ.

ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ პასუხი გასცა როგორც უსამშობლოებს, ასევე მათ დამკვეთებსა და დამფინანსებლებს. არავის გავუტარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას, ქართველი ხალხის დამცირებას და დაშანტაჟებას. ეს არის ძლიერი სახელმწიფო სადაც ყველა უწყება გამართულად მუშაობს და შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები