,,ეუთო/ოდირს ძალიან თავისუფლად შეეძლო, როგორც ის აკეთებს ხოლმე სხვა შემთხვევებში, რომ დაეგმო დემონსტრაციის მონაწილეთა შეჭრა პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც არის სახელმწიფოებრივი დანაშაული”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„მათ ეს არ გააკეთეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის, რომ არ შეუძლიათ საქართველოში პროცესების ობიექტურად დანახვა, რაზეც მე მათ და მის ხელმძღვანელს მივუთითე, როდესაც ჩვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა. ერთი სიტყვით ძალადობის ხსენება არ არის საკმარისი, უნდა ახსენო ვინ ჩადიოდა ამ ძალადობას“, – აღნიშნა სამხარაძემ.