“პატივს ვცემთ ეუთოს, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ მცდელობაზე, რომ გაათეთრონ მოძალადეები და ის ძალადობრივი აქცია, რაც საქართველოში ვიხილეთ” – მახაშვილი

“ერთადერთი, რაც დღეს ეუთოს მხრიდან უნდა გვესმოდეს, ეს არის დაგმობა სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობის გზით დამხობის”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა მმართველი გუნდი თვალს ვერ დახუჭავს მცდელობაზე, რომ “გაათეთრონ მოძალადეები და ის ძალადობრივი აქცია, რაც საქართველოში პირდაპირ ეთერში ვიხილეთ”.

“ჩვენ პატივს ვცემთ ეუთოს, მის ინსტიტუტებს, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ მცდელობაზე, რომ გაათეთრონ მოძალადეები და ის ძალადობრივი აქცია, რაც საქართველოში პირდაპირ ეთერში ვიხილეთ.

ერთადერთი, რაც დღეს ეუთოს მხრიდან უნდა გვესმოდეს, ეს არის დაგმობა სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობის გზით დამხობის. ყველაფერი დანარჩენი არის ამ პროცესების შეფუთვა და უბრალოდ მცდელობა, რომ ამავე დროს რაღაც პასუხისმგებლობა მთავრობასაც გადააბრალონ, თუმცა ერთადერთი, მთავარი მოქმედი „პირი“ ამ პროცესის იყო ის მოძალადე ჯგუფი, რომელიც ცდილობდა პრეზიდენტის სასახლის ძალით აღებას და რევოლუციური პროცესების მოწყობას“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები