“რადიკალები აქცენტირებული იყვნენ მთავრობის დამხობისკენ, რაც არის ძალიან მძიმე მუხლი” – ირაკლი ზარქუა
“რადიკალები აქცენტირებული იყვნენ მთავრობის დამხობისკენ, რაც არის ძალიან მძიმე მუხლი”, – ამის შესახებ დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რა მოღალატეებთან გვქონდა საქმე, როგორ გამოიყენეს ის ახალგაზრდები. მე ვაფრთხილებდი ამ ახალგაზრდებს, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს. მათი ამოცანა იყო სულ სხვა – ისინი იღებდნენ დაკვეთას ქვეყნის გარედან, რომ ცეცხლში გაეხვიათ თბილისი. ეს კინო ხომ ნანახი გვქონდა”, – ამბობს ზარქუა.