რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთს რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ ჰყავს

აფხაზეთს რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ ჰყავს, – ამის შესახებ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა. ამით ხაჯიმბა რუსეთ-აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების პროექტს გამოეხმაურა.
დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთს არ აქვს უფლება, სხვადასხვა მიმართულებებით რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების იდეის დისკრედიტაცია განახორციელოს.
“განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ თანამშრომლობას მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის საფუძველზე განვახორციელებთ. ასეთივე იქნება ჩვენი ხედვაც შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. ეს შეთანხმება არ არის მოწოდებული შეცვალოს რუსეთთან 2008 წელს ხელმოწერილი საბაზისო შეთანხმება, არამედ ახალი დოკუმენტი ძველზე იქნება დაფუძნებული”, – აცხადებს ხაჯიმბა.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთან საზღვრის დაცვის გაძლიერება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივება – ეს ყოველივე აფხაზურ ინეტერესებს შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები