ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ძალები რეალურად სახელმწიფო დამხობისთვის ემზადებოდნენ
„რადიკალური ძალები რეალურად სახელმწიფო დამხობისთვის ემზადებოდნენ,“- ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს რადიკალური ძალები რეალურად სახელმწიფო დამხობისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ აღკვეთეს ეს ყველაფერი და იმოქმედეს ძალიან მაღალი სტანდარტით. გაცილებით მაღალი სტანდარტით მოხდა დაკავებაც და ყველაფრის შეკავებაც, ვიდრე ამას ახერხებენ წამყვანი ევროპული ქვეყნები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.