თეა ახვლედიანი ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ომის პატიმრების, ტყვეების და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს ბაქოს დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში „ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობის გაძლიერება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა.

კონფერენცია მიზნად ისახავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიმართულებით საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომ გაძლიერებას, რაც საკითხის სხვადასხვა ასპექტით განხილვას, ინფორმაციის გაცვლასა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები