ირაკლი ქადაგიშვილი – 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილე პოლიტიკოსები პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობენ

„4 ოქტომბრის აქციაში მონაწილე პოლიტიკოსები პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობენ,”- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„გასაგებია, რომ პაატა ბურჭულაძე და რამდენიმე ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ წამოწეული. როცა ეს ყველაფერი ჩავარდა, ხან ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს, ხან გამყიდველის ძიება. მთავარი ფაბულა, რაც ამ პროექტს თან ახლდა იყო ბოიკოტი დემოკრატიას და სახელმწიფოს, დამხობა და რევოლუცია. ეს უკანონობაა. დღეს ერთმანეთს რას დააბრალებენ, როგორ შეეცდებიან აბსურდული პოლიტიკის სხვისთვის დაბრალებას, ეს ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ბურჭულაძის შვილის განცხადებას, ამ სიღრმეში შესვლა იმას ნიშნავს, რომ მათი ვერსიების გარჩევაში იყო, რაც აბსურდია. როგორ შეიძლება, მათი ლოგიკა საღ აზრს ექვემდებარებოდეს, მათ შორის იმას, რომ სპეცრაზმი მათ მხარეს გადავიდოდა? ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ? პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები